2025 წლის 25-26 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას - ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობები საქართველოში: თეორია და პრაქტიკა.
კონფერენციის მონაწილეები:
- ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე
 - საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია
 - საქართველოს თანამედროვე ფსიქოანალიზის საზოგადოება
 - საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება
 - საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება
 
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, პრაქტიკოს ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს.
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ პროგრამა.
სამუშაო ჯგუფებში რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადი.
ჯგუფებში რეგისტრაციას შეძლებთ 19 აპრილის ჩათვლით.